საქართველოში იდეების მოფიქრება არასდროს უჭირდათ, თუმცა მსოფლიო მასშტაბით ქართული გამოგონებების წილი რომ ძალიან პატარაა, ესეც ფაქტია. ეს შეგვიძლია იმას დავაბრალოთ, რომ მსოფლიომ ქართველ გამომგონებლებზე ჯერ არაფერი იცის. "პალიტრა TV" ქართველი გამომგონებლებით დაინტერესდა.
გუგა ბერაიას სხვადასხვა ფეხსაცმლით გამოჩენა შეიძლება ბევრს გაუკვირდეს. მიზეზი ერთი აქვს - მობილურ ტელეფონში ელემენტი დაუჯდა. 17 წლის გამომგონებელმა, არც მეტი, არც ნაკლები, "აკუმულატორის დასამუხტი ფეხსაცმელი" შექმნა.
36 წლის კახა კობერიძემ "კვალის ამრევი ფეხსაცმელი" 2010 წელს დააპატენტა იმ იმედით, რომ ეს ფეხსაცმელი ქართულ ჯარს გაძლიერებასა და განვითარებაში დაეხმარება.
მომღერალი თასი ქეიფის მოყვარულმა სამეგობრომ 7 წლის წინ შექმნა. სასმისის ეფექტურობის გასარკვევად, "პალიტრა TV"-მ ქართულ სუფრაზე ექსპერიმენტიც ჩაატარა...
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ გამოგონებებისა, რომლებიც საქართველოში იქმნება. სამომავლოდ "პალიტრა TV"-ის ობიექტივში სხვა საინტერესო ადამიანები, არანაკლებ ორიგინალური გამოგონებებით მოხვდებიან.